18 მაისი 2012 პარასკევი - 07:59
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:45 / 09-03-2010
ნგრევის კვირა
სამწუხაროდ, გასული კვირა საქართველოში საწარმოო ტრავმებითა და მსხვერპლით აღინიშნა. თბილისში მშენებარე კომპლექს "აფთაუნ თბილისზე" მომხდარ ინციდენტს ტყიბულის მაღაროში მომხდარი ტრაგედია მოჰყვა. ასევე თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მშენებარე სახლის კედლის გადმონგრევა დასახლებული ეზოსკენ, სავსებით შესაძლებელია, ტრაგედიით დასრულებულიყო. ბუნებრივად ჩნდება კითხვა -რამდენად ვართ დაზღვეული მსგავსი შემთხევევების განმეორებისგან? ჯერჯერობით მომხდარი ფაქტების მიზეზებიც არ არის ზუსტად დადგენილი.

ტყიბულის მაღაროში მეთანგაზის აალების შედეგად დაიღუპა ოთხი გამოცდილი მაღაროელი -მიზდონ ონიანი, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილი და ჯემალ ჯიშიაშვილი. ბესიკ ზოსიაშვილი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობს. მაღაროს ყველა უბანი კი უკვე ჩვეულებრივი დატვირთვით მუშაობს. 4 მარტს კი ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.

ტყიბულის მაღაროების მფლობელი შპს "საქნახშირია", რომელიც ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წევრია. "საქნახშირი" მაღაროებს 2006 წლიდან ფლობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროების გადაიარაღების, გვირაბების აღდგენისა და მომზადებისთვის მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს, აქტიურად მუშაობენ საწარმოო პროცესში ISO-სტანდარტებისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დასანერგავად, თუმცა ტრაგიკულმა შემთხვევამ ცხადყო, რომ მაღაროელების უსაფრთხოება დაცული არ იყო.

მრავალფუნქციურ კომპლექს "აფთაუნ თბილისს" არაბული კომპანია "რაკიინ დეველოპმენტი" აშენებს. 2 მარტს, დილით, ბეტონის ჩასხმისას შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა. სამშენებლო სამუშაოებს "რაკიინ დეველოპმენტის" კონტრაქტორი კომპანია "XXII საუკუნე" ასრულებს. აქაც ჯერჯერობით ნგრევის გამომწვევი მიზეზების კვლევა მიმდინარეობს. ალბათ ურიგო არ იქნება, თუ დასკვნა უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების საფუძველი გახდება.

კატასტროფების კვირა კი იმით დასრულდა, რომ თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, კომპანია "ახალი სტილის" მიერ მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სასწრაფოდ აუწყა საზოგადოებას, რომ ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა კორპუსის ქვემოთ მდგარი ავტომობილი. მფლობელს ზარალი, გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ აუნაზღაურა.

ნგრევის სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი დასახელდა. თუმცა სამშენებლო კომპანიებმა უსაფრთხოების გათვლა უფრო ძლიერ ქარსა და სხვა ბუნებრივ მოვლენებზეც უნდა გააკეთონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტომობილის ნაცვლად, სავსებით შესაძლებელია, ადამიანებს დამუქრებოდათ საფრთხე. ალბათ დროა, ჩვენთან ბიზნესმა, მათ შორის, სამშენებლომ, უსაფრთხოების ნორმების დასაცავადაც ისწავლოს საკმარისი ხარჯების გაწევა. დღეს უსაფრთხოებაზე "დაზოგვა" ხვალ გაათმაგებულ ხარჯსა და ზოგჯერ აუნაზღაურებელ დანაკლისსაც გამოიწვევს.

"ეკოპალიტრა"

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება