18 მაისი 2012 პარასკევი - 07:57
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:30 / 06-03-2010
ნახევარ მილიარდად შეფასებული "თბილსრესი" დავით ბეჟუაშვილმა შვიდ მილიონად იყიდა
1990-იან წლებში, როცა საქართველო წყვდიადში იყო ჩაძირული, "თბილსრესზე",  ქვეყნის მთავარ ელექტრომომმარაგებელსა და მის მეცხრე ენერგობლოკზე ლეგენდები დადიოდა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მდგომარეობა, ერთი შეხედვით, გამოსწორდა, მაგრამ 2005 წლიდან ხელისუფლებამ "თბილსრესი", ასე ვთქვათ, გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანა. არადა, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თბოელექტროსადგურის ენერგობლოკებს გამართულად რომ ემუშავათ, სახელმწიფო გაყიდული ენერგიით ასეულ მილიონობით ლარს მიიღებდა. სავარაუდოდ, 2005 წელს ხელისუფლებამ უკვე იცოდა, რას აკეთებდა და შედეგი ახლა მიიღო.

- "თბილსრესს" მხოლოდ სახელმწიფოს დავალიანება 200 მილიონი ლარი აქვს, 60 მილიონი სხვა კრედიტორებისა მართებს, არის სახელფასო და სხვა დავალიანებებიც და, საერთო ჯამში, "თბილსრესის" ვალი 309 მილიონია. გაკოტრების რეჟიმი მარტამდე უნდა დასრულდეს და ელექტროსადგური გაიყიდოს, - განაცხადა "თბილსრესის" გაკოტრების რეჟიმის მმართველმა დავით ჩაჩხიანმა შარშან. პირველი აუქციონი 2009 წლის 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ "თბილსრესის" ყიდვა არავინ მოისურვა, აუქციონი არ შედგა.

"თბილსრესი" 321.753.828 ლარად შეფასდა, ამას დაუმატეთ ვალებში გადასახდელი 309 მილიონი ლარი და საბოლოოდ 630 მილიონ ლარზე მეტს მივიღებთ. წესითა და რიგით, მეორე აუქციონი 6 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ, განცხადების არარსებობის გამო ისევ გადაიდო. ყველაფერი კი გასულ კვირას დასრულდა - "თბილსრესი" აუქციონზე მაინც გაიყიდა და ახალმა მფლობელმა მასში... 7.350.000 დოლარი გადაიხადა(?!)

- "თბილსრესი" გაიყიდა და მისი მფლობელი დავით ბეჟუაშვილის მიერ დაარსებული ფირმის შვილობილი კომპანია გახდა, - ამ ერთი წინადადებით ამოწურა "ბიზნესკურიერში" აკაკი გოგიჩაიშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტად შეფასებული ობიექტის გაყიდვა, ობიექტისა, რომლის ქონება თბილისში, დაბა კოჯორში, ბეთანიაში, გარდაბანსა და გარდაბნის რაიონის ორ სოფელში - ქესალოსა და კალინინოშია განლაგებული.

"თბილსრესის" მხოლოდ კოჯორში არსებული ქონება 50 მილიონ ლარზე მეტად არის შეფასებული, მაგრამ ეს ახლა არავის ახსოვს. სამაგიეროდ, ჩვენ გვახსოვს, რომ... შარშან გაკოტრების რეჟიმში მყოფი თბოელექტროსადგურის ადმინისტრაციის შენობა გაარემონტეს, რისთვისაც სახელმწიფომ ოთხი მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა რემონტს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია - სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები დააპატიმრეს, აქაოდა, სახელმწიფოს ფული მოიპარეთ და გამოყოფილი ოთხი მილიონი სრულად არ აითვისეთო. არადა, თუ "თბილსრესი" გაკოტრების რეჟიმში იყო, რატომ დაიხარჯა მხოლოდ ადმინისტრაციის შენობის გასარემონტებლად ოთხი მილიონი?

არც იმით დაინტერესებულა ვინმე, რატომ გაარემონტეს რამდენჯერმე ბლოკები, რომლებიც არ აუმუშავებიათ და დღემდე არ ამუშავებენ. ან რატომ ამჯობინეს გერმანულ ფირმას უკრაინული, მაშინ, როცა გერმანელები უკრაინელებზე გაცილებით ნაკლებს მოითხოვდნენ, არც თავიანთი მუშების ჩამოყვანას აპირებდნენ და ადგილობრივი მუშახელის დასაქმების პირობას იძლეოდნენ, უკრაინელები კი ლამის ოჯახებით დასახლდნენ გარდაბანში და ადგილობრივებს წილად მხოლოდ ჯართის გამტანის ფუნქცია და მინიმალური ხელფასი ხვდათ.

"თბილსრესში" დასაქმებულ გარდაბნელებს ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ და მათ ხშირად უმეორებდნენ, ხელფასს "თბილსრესის" გაყიდვის შემდეგ მიიღებთო... ენერგოსაწარმოს ახალ მფლობელს ყველა იმედით შეხვდა და ამ იმედმა "გაამართლა" - 24 თებერვალს "თბილსრესის" თანამშრომლები შეკრიბეს და განუცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან თავისუფალი არიან გაურკვეველი ვადით, ხოლო ხელფასს, რომელსაც ასე ელოდნენ, სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ, რადგან ახალმა მფლობელმა თბოელექტროსადგური ვალების გარეშე იყიდა.

"თბილსრესის" უკმაყოფილო თანამშრომლები გაფიცვასა და გზის გადაკეტვასაც გეგმავდნენ, რასაც მოჰყვა ის, რომ ფინანსებზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი დააკავეს, ახლა ორი თვის ხელფასს სწორედ მას ედავებიან.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - "თბილსრესი" კი გაიყიდა, მაგრამ მეცხრე და მეათე ბლოკების მფლობელი ოფიციალურად რუსული "რაოეესია"... დღეს გასაშვებად გამზადებულია "თბილსრესის" მესამე და მეოთხე ბლოკები, რომლებსაც, საერთო ჯამში, 290 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, მაგრამ თუ ოთხ მილიონად გარემონტებულ შენობას არ ჩავთვლით, "თბილსრესის" ტერიტორია ცარიელია.

ამ საკითხზე კომენტარისათვის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურ დირექტორს, ნათია თურნავას მივმართეთ:

- ჩვენმა კომპანიამ "თბილსრესი" შეიძინა აუქციონზე, რომელიც, 23 თებერვალს გაიმართა და ამ დღის შემდეგ "თბილსრესი" ჩვენს განკარგულებაშია.

- რა თანხა დაგიჯდათ მისი შეძენა?
- 7 მილიონი დოლარი.

- "თბილსრესი", თავდაპირველად, 321 მლნ ლარად იყო შეფასებული, ვალიც დიდი ჰქონდა - 309 მილიონი, შვიდ მილიონად როგორ შეიძინეთ?
- "თბილსრესი" გაკოტრების რეჟიმში გაიყიდა. გარდა იმისა, რომ ჩვენმა კომპანია გიეც-მა ამ საწარმოში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა, პარალელურად, დაგვეკისრა ვალდებულება, რომ სამ წელიწადში "თბილსრესის" გვერდით ავაშენოთ ახალი თბოსადგური, რომელიც ნახშირზე იმუშავებს. ამ და სხვა საქმეებზე ჩვენმა კომპანიამ 200 მილიონი დოლარი უნდა დახარჯოს.

- დავალიანებას ვინ აანაზღაურებს?
- ვალები ანაზღაურდება ეტაპობრივად, გაკოტრების მმართველის ზედამხედველობით, რომელიც სახელმწიფომ დანიშნა.

- რატომ დაითხოვეთ "თბილსრერის" ყველა თანამშრომელი?
- იმიტომ, რომ ჩვენ სუფთა ქონება შევიძინეთ. ცოტა ხანში, როდესაც ჩამოვყალიბდებით, თანამშრომლების დიდ ნაწილს კვლავ დავაბრუნებთ.

- "თბილსრესის" თანამშრომლებს ორი თვის ხელფასიც არ აუნაზღაურეს. თუ მისცემთ კუთვნილ ხელფასებს და როდის?
- მათ აუცილებლად მივცემთ კუთვნილ ხელფასებს, ოღონდ ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება.    

- გაკოტრების რეჟიმში მყოფი "თბილსრესის" ადმინისტრაციის შენობის გასარემონტებლად 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუ საწარმო გაკოტრებული იყო, შენობა რატომ გაარემონტეს?
- არ ვიცი, ამ საქმის კურსში არ ვარ. ჩვენ რაც მოგვყიდეს, ის შევიძინეთ.

დავით მინდიაშვილი, ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება