სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა დავით ზურაბიშვილმა, როდესაც კითხვა მის გამგებლობაში არსებული ინსტიტუტის შესაძლო გაყიდვაზე დავუსვით. იქვე დასძინა, "სადაც ვიყავით, ისევ იქ ვართ და გადასვლას არსად ვაპირებთო..."
დღეს კი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შავით თეთრზე წერია, რომ 11 მარტს მთავრობას ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აუქციონზე გააქვს. ბატონ დავითს კი მუშაობა დღეს არსებულ მისამართზე აუქციონიდან სულ რაღაც 18 თვის განმავლობაში მოუწევს, რადგან ინვესტორს ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება მხოლოდ ამ ვადით ევალება. საინტერესოა ის პირობებიც, რის შესრულებაც აუქციონში გამარჯვებულს დაეკისრება.
მოკლედ, სახელმწიფო თბილისში, ასათიანის ქ. #10-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მათზე "დამაგრებულ" 32.935 კვმ მიწის ნაკვეთის საწყის ფასად 2.400.000 აშშ დოლარს აცხადებს. "ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ გამარჯვებულს ევალება: "ა) საპრივატიზებო თანხის 50%-ის დაფარვა აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი 50%-ის - 2010 წლის 1 სექტემბრამდე;
ბ) ქ. თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქ. #43-ში შპს "თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" ბაზაზე 120 ფსიქიატრიული საწოლის შექმნა. გ) ს/ს "მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის" საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე - ქ. თბილისში, ქავთარაძის ქ. #21ა-ში 100 ფსიქიატრიული საწოლის შექმნა.
დ) სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე 100-საწოლიანი ფსიქიატრიული თავშესაფრის შექმნა."
ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ მთავარი ფსიქიატრიული კლინიკის გაყიდვით ხელისუფლება, შესაძლოა, დიდ შეცდომას უშვებს. შეგახსენებთ, რომ ეს დაწესებულება უძველესი და ტრადიციული კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც 1925 წელს დაარსდა.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























