18 მაისი 2012 პარასკევი - 07:54
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:30 / 03-03-2010
"ბოდიში, თქვენ გელით იჯარის გაძვირება"
ეკონომიკის სამინისტროსგან ზოგიერთ მოიჯარეს წერილები მიუვიდა, საიდანაც ირკვევა, რომ თურმე მათ მიერ დაკავებული ფართობების საარენდო ღირებულება უფრო მაღალი ყოფილა, ვიდრე ისინი მეიჯარეს უხდიან. ფასთა შორის სხვაობა მოიჯარეებმა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაუხადონ. გადასახდელი თანხა ზოგ შემთხვევაში ათეულ ათასობით ლარია. საუბარია ფართებზე, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

სამინისტროში გადაწყვიტეს, რომ საიჯარო ქირა თავის დროზე არარეალურად დაბალი დაწესდა ან გარემოებათა შეცვლის გამო, ქირა რეალობას აღარ შეესაბამება... ეს წესი რამდენიმე წლის წინ იქნა შემოღებული მცირე ფასად ფართის გაქირავებით გადასახადის დამალვის საწინააღმდეგოდ. თუმცა საგადასახადო ორგანოებისგან წნეხის ზრდამ, თუნდაც კანონით გამყარებულ მოთხოვნას არარაციონალური სახე მისცა და ეს კონკრეტული ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობასაც დაემუქრა.

ამირან გიგუაშვილი (ადვოკატი): "ეს მოიჯარეები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს განკარგავენ. ეკონომიკის სამინისტრო, როგორც დაინტერესებული პირი, დაინტერესდა არსებული ხელშეკრულებების პირობებით და გადაწყვიტა, რომ დაფიქსირებული ფასი არ შეესაბამებოდა რეალურ საბაზრო ღირებულებას. ამის უფლება მას კანონით ჰქონდა.

ზოგადად, სახელმწიფო ადმინისტრირების თვალსაზრისით, საგადასახადო ორგანოს ნებისმიერი იჯარის ხელშეკრულების, ნებისმიერი გარიგების საბაზრო ფასის ღირებულების შემოწმების უფლება აქვს. ამას არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის საქონლის მომსახურების ფასი განისაზღვრება საბაზრო ღირებულებით. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ეჭვი შეეპარა, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხა არ შეეესაბამება რეალურ საბაზრო ღირებულებას, სახელმწიფოს შეუძლია ეს მუხლი გამოიყენოს, შესაბამისად, მოითხოვოს როგორც ანაზღაურება გაცდენილი პერიოდისთვის, ასევე განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებსაც მიმართოს.

- საბაზრო ღირებულების განსაზღვრა სადავო საკითხია...

- რა თქმა უნდა, საბაზრო ღირებულება ფართო ინტერპრეტირების საშულებას იძლევა, თუმცა ბევრი მექანიზმი არსებობს საიმისოდ, რათა, ერთი მხრივ, მხარეებმა დაადასტურონ თავიანთი ხელშეკრულების ნამდვილობა და შესაბამისობა, მეორე მხრივ, სახელმწიფომაც დაადასტუროს, რომ მითითებული ფასი რეალურ საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. ამისთვის არსებობს აუდიტორული დასკვნები, საკონტროლო შესყიდვები, ექსპერტიზა და სხვ. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ მას შემდეგ ხდება, თუ წარმოიშვება საგადასახადო დავა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ადმინისტრაციული აქტი გაასაჩივროს. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მასზეა. ანუ მან უნდა დაადასტუროს, რომ ხელშეკრულებაში მოცემული ფასი შეესაბამება საბაზრო ღირებულებას.

- როცა ხელშკრულება ფორმდება მეიჯარესა და მოიჯარეს შორის, ქირის ღირებულების ხელოვნურად შემცირება გამქირავებლის ინტერესშია და ამის გამო დამქირავებელი რატომ უნდა დაზარალდეს?
- საიჯარო თანხის შემცირება შესაძლოა ხელს აძლევდეს როგორც მეიჯარეს, ასევე მოიჯარეს, რათა სახელმწიფოს ნაკლები გადაუხადოს. სახელმწიფო ხომ ბეგრავს საიჯარო ურთიერთობებს და განსაზღვრული პროცენტი საიჯარო თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. შესაძლოა, ისე გამოდის, რომ სახელმწიფოს პოზიციიდან ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ მეიჯარე და მოიჯარე საკმაოდ ბევრს სცოდავენ. ხშირად სხვა თანხას აჩვენებენ, ვიდრე რეალური საბაზრო ღირებულებაა. ვაკეში რომ სამოთახიან ბინას 300 ლარად ვერ იქირავებ, ყველამ იცის, მაგრამ ასეთ ჩანაწერს საიჯარო ხელშეკრულებაში ხშირად შეხვდებით".

ემა ტუხიაშვილი
"ეკოპალიტრა"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება