18 მაისი 2012 პარასკევი - 07:52
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:45 / 02-03-2010
უმოკლესი გზა ვალის ორმოსკენ...
საქართველოს საგარეო ვალი სულ უფრო იზრდება და უკვე 3,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვალი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების მიმართ 30%-ით არის გაზრდილი და ტენდენციაც მზარდია. წლეულს საქართველოს მთავრობა დამატებით მილიარდ 300 ათასამდე ლარის სესხებას აპირებს. ამის შემდეგაც ბიუჯეტს უკვე 7 მილიარდ ლარზე მეტი ექნება გასასტუმრებელი.

ქვეყნის მთავრობა ვალებს მუდმივად იღებდა, მაგრამ ბოლო დროს, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ, ვალებმა მკვეთრად იმატა. ყველაზე მეტი მსოფლიო ბანკის გვმართებს - თითქმის 2 მილიარდი ლარი. შემდეგი სავალუტო ფონდია, რომლისგანაც მთავრობას საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად და სავალუტო რეზერვების შესავსებად უკვე 1,48 მილიარდი ლარი აქვს ნასესხები.

870 მილიონ ლარს გადასცდა ევროობლიგაციების მეშვეობით უცხოეთის ბაზრებიდან ნასესხები თანხები. 500 მილიონი ლარის ევროობლიგაციები მთავრობამ 2008 წელს გამოუშვა, რომელიც უცხოურმა საინვესტიციო ფონდებმა შეიძინეს. ბიუჯეტმა მათ სესხი წლიური 7%-იანი სარგებლით უნდა დაუბრუნოს. ამ პროცენტების გადახდის დრო ბიუჯეტს 2012 წლიდან დაუდგება.

ასევე დიდი ვალი მართებს ქვეყანას გერმანიისა და რუსეთის - შესაბამისად, 205 და 341 მილიონი ლარი. საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან ივლისში 28% იყო, ახლა უკვე 36%-ი გახდა. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ შეფარდება წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს საგანგაშო მაინც არ იქნება.

დიმიტრი გვინდაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე): "ზოგი ბრმად უყურებს ამ შეფარდებას, ციფრებს, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. საგარეო ვალი იმ ნიშნულს არ მიაღწევს, რომ ქვეყანას მისი გადახდა გაუჭირდეს. ამ კრედიტების ძირითადი ნაწილი კონცესიური თანხებია, ანუ სესხები, რომლებიც ხვალვე არ არის გადასახდელი. ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ნასესხები გრძელვადიანი, 30-40 წლიანი კრედიტებია, შეღავათიანი, უმეტესად მინიმალური 0,75%-იანი წლიური განაკვეთით. საგარეო ვალის ოდენობა საგანგაშო რომ ყოფილიყო, პირველი ვინც ხმაურს ატეხდა, სავალუტო ფონდი იქნებოდა. ის კი კრედიტს კიდევ გვიმატებს. მართალია, ვალი გაიზარდა, მაგრამ ეკონომიკაზე დიდი წნეხი არ იქნება.

საგარეო ვალი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იზრდება, განსაკუთრებით, ეკონომიკური კრიზისის დროს. ევროკავშირის ქვეყნებში საგარეო ვალის მშპ-თან შეფარდება უკვე 100%-ზე მაღალია. ამ ქვეყნებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრიდან კრედიტები კომერციული პროცენტით აქვთ აღებული, ამიტომ გამოუვიდათ შეფარდება ასეთი მაღალი. ჩვენ კი საგარეო ვალდებულებების ნაწილის გასტუმრების დრო დაგვიდგება ხუთი, ექვსი და ზოგისაც შვიდი წლის შემდეგ. პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "თავისუფლების აქტში" მშპ-თან საგარეო ვალის შეფარდება 60%-ია გათვალისწინებული. ასე, რომ ამ ნიშნულამდე ჯერ შორს ვართ".

მთვარობის წევრების ოპტიმიზმი უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ეკონომიკის ექსპერტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამხელა თანხების ვალად დადება საჭირო არ არის და მისი გასტუმრება მომავალ თაობებს მძიმე ტვირთად დააწვება. თანხების ბიუჯეტიდან გადახდა პრობლემა გახდება ეკონომიკისთვისაც. ამ სესხის აღების შემდეგ სახელმწიფო ვალი ისეთ ზღვარს მიაღწევს, რომ ქვეყნისთვის მისი გადახდა რთული იქნება, ეკონომიკაც ვეღარ შეძლებს კარგად მუშაობას.

ყველაზე არგუმენტირებულად ამ საკითხში მთავრობა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გააკრიტიკა, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში სტაბილური სიტუაცია ვერ იქნება, თუ ბიუჯეტი დეფიციტურია და თან მილიონობით ვალი აქვს გასასტუმრებელი.

2011 წლამდე ქვეყანა კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ვალს დაიდებს. წლეულს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად სავალუტო ფონდისგან დამატებით 400 მილიონ დოლარს ისესხებს. გარდა ამისა, ბიუჯეტს სხვა კრედიტორების ვალიც მიემატება, რადგან დონორებისგან მისაღები 4,5 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 40% სესხებზე მოდის.

ნონა ქვლივიძე
"ეკოპალიტრა"

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება