18 მაისი 2012 პარასკევი - 07:42
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:19 / 03-09-2010
"არ გამოვრიცხავ, რომ სომხებს გადასცენ ბორჯომის ხეობა, ახალციხე და ახალქალაქი"
აფხაზურმა ყოველკვირეულმა გაზეთმა "ნუჟნაიამ" აფხაზ ვეტერან მეომართა ორგანიზაციის "არუაას" მოთხოვნა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აფხაზები საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის აფხაზეთისთვის გადაცემასა და გასამართლებას ითხოვენ. "ყველა სიახლე" დაუკავშირდა თენგიზ კიტოვანს, რომელიც ეჭვობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ აგორებული კამპანიაა მის წინააღმდეგ და არა - აფხაზების მოთხოვნა.


- ბატონო თენგიზ, აფხაზები თქვენს გადაცემას და გასამართლებას ითხოვენ.

- ეს არის სისულელე და აბსურდი. ომი თვითონ აფხაზებმა დაიწყეს, ცეცხლი მათ გახსნეს. იმჟამინდელ ქართულ არმიასა და გვარდიას შეეძლო ნებისმიერ ქართულ ტერიტორიაზე გადაადგილება... აფხაზეთის ამბავი დაწყებულია ზვიად გამსახურდიას დროს, მან ააღელვა ხალხი, შემდეგ ცეცხლზე ნავთი დაასხეს. აფხაზურმა მთავრობამ ისარგებლა შემთხვევით და სოხუმი კონფედერაციის დედაქალაქად გამოაცხადა. თუ საქართველო სახელმწიფო იყო, ამისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. ვიმეორებ, ქართულ ჯარს ჰქონდა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება, მით უმეტეს - რკინიგზის დაცვის, რომელიც გაძარცვეს აფხაზმა სეპარატისტებმა.

6 მილიარდზე მეტი ქონება იყო დატაცებული - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ქონება... სეპარატისტებმა გაგვიხსნეს ცეცხლი ოჩამჩირესთან. როგორ დაიწყო ომი, ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენ ჩვენი ტერიტორიების დასაცავად შევედით. კონფლიქტის დაწყება ხელს აძლევდა შევარდნაძესაც და რუსეთსაც. შევარდნაძემ იმიტომ წამოიწყო ომი, რომ ამერიკელები შემოსულიყვნენ და ეთქვათ: ჩვენ დავეხმარებით თავისუფალ სახელმწიფოსო. ეს იყო შევარდნაძის დადგმული სცენარი, დღეს კი რაც ხდება, სააკაშვილის დადგმულ სცენარს ჰგავს, რომ აფხაზეთის საკითხი წამოსწიოს წინ.

- თუ თქვენი გადაცემის მოთხოვნა მოდის საქართველოს ხელისუფლებისგან, არ არის გამორიცხული, ეს შეასრულონ კიდეც. არის საფრთხე, რომ თქვენ დაგაკავონ და აფხაზურ მხარეს გადაგცენ?

- მე გადამცენ აფხაზურ მხარეს? ვინ უნდა გადამცეს აფხაზეთს? აფხაზებმა რაც დააშავეს, იმაზე აგონ პასუხი. ჯერ ერთი, რომ ეგენი აფხაზები არ არიან, თვითონ უნდათ აფხაზობა, თორემ ეთნიკური ქართველები არიან.

- თუ ეს ხელისუფლების მიერ წამოწყებული პიარკამპანიაა, მას დასასრულიც ექნება, როგორც ჩანს, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული თქვენს წინააღმდეგ?
- ეტყობა, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. როგორ შეიძლება, 18 წლის შემდეგ აცხადებს აფხაზეთის მთავრობა, გადმოგვეცით კიტოვანი და უნდა გავასამართლოთო? მაშინ უნდა გადასცენ ყველა, ვინც იბრძოდა იქ, პირველ რიგში, შევარდნაძე, როგორც მხედართმთავარი. რა, მაინცდამაინც კიტოვანის გასამართლება მოუნდათ?

საქართველოს ტერიტორიის მესამედი დაკარგულია და ამაზე პასუხს არავინ აგებს, ტაშფანდურია საქართველოში ატეხილი. თუ კარგად არის საქმე და არაფერი დაგვიკარგავს, რატომ გარბის გაუბედურებული ხალხი საქართველოდან? ამას არავინ კითხულობს, სატაშფანდუროდ გვაქვს საქმე?

- 2008 წლის აგვისტოს ომს როგორ შეაფასებთ?
- არსებობს თვალსაზრისი, რომ ეს ტერიტორიები დიდძალ თანხად გაიყიდა. ვერ დავამტკიცებ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სომხებს გადასცენ ბორჯომის ხეობა, ახალციხე და ახალქალაქი. არ გიჩნდებათ კითხვა, რომელზეც მე პასუხი ვერავისგან მივიღე - რა უნდოდა სომხეთის სპეცნაზს 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, რატომ შემოჰყვა ბორჯომის ხეობაში რუს სამხედროებს სომხეთის სპეცრაზმი? თქვენ ეჭვი არ გაგიჩნდათ?

- 27 სექტემბერს სრულდება 18 წლისთავი სოხუმის დაცემიდან.
- აფხაზეთის დასაბრუნებლად ამჟამინდელ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია... დაკარგა ახალი ტერიტორიები - კოდორის ხეობა და სამაჩაბლო. ეს გააკეთა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და ამაზე ესენი აგებენ პასუხს. ბათუმში სიარულიც კარგია და ახალი აგარაკების აღმოჩენაც ტურისტებისთვის, მაგრამ ის ტერიტორიები უფრო ლამაზია - აფხაზეთი და ცხინვალი, რომელიც დავკარგეთ, ვიდრე ის ადგილები, სადაც სააკაშვილი დაბრძანდება. ხან სვანეთში ამოყოფს თავს და ხან - სად. ახალი ტერიტორიების დაკარგვა სააკაშვილის ბრალი იყო.

- თქვენ რას საქმიანობთ ამჟამად, ბატონო თენგიზ?
- ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ცოლ-შვილი მენატრება, ქვეყანა მენატრება, მაგრამ მანდ რომ ჩამოვიდე, ყველას იჭერენ... ქვეყნიდან გაყარეს ხალხი. იძახიან დემოკრატია, დემოკრატიაო, ეს რანაირი დემოკრატიაა... როცა ხალხს იარაღს, ნარკოტიკს უდებენ და იჭერენ ყველას, ვინც სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა. ეს რა ქვეყანაა? ეს ქვეყანა დაინგრევა მოკლე ხანში, დაამხობენ მიშას თავზე ყველაფერს და ყველაფერზე მოსთხოვენ პასუხს. ამდენი პატიმარი საქართველოს არასდროს ჰყოლია. არასდროს ყოფილა ამდენი ძარცვა ხალხის, ფულის შეწერა... ამიტომ ჩვენთან არაფერი მუშაობს.

- ხედავთ რეალურ ძალას, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს?
- ვერ გეტყვით, მე არ ვიცი, მე მაგათთან საქმე არა მაქვს.

- პოლიტიკაში ჩართული არ ხართ?

-არა, მე არც იმათ ვემხრობი და არც ამათ. ესენი არიან დაბალი დონის პოლიტიკოსები. ყველა თავისი თავისთვის მუშაობს და ამიტომაც ვერაფერს მიაღწევენ. ფართომასშტაბიანი აქციებისას ოპოზიციამ ჯიბეში ფული ჩაიდო და ამდენი ხალხი, 260 ათასი კაცი დაშალა. სოფლებიდან, რაიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანები შინ გაუშვეს, აწვალეს ტყუილად. ეს ოპოზიცია არ არის. ოპოზიცია უნდა იყოს ძლიერი, მყარი. მექრთამე ოპოზიცია არავის უნდა.

სოფო ჭიპაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება