სექტემბრის პირველ ნახევარში რუსულ-აფხაზური შერეული კომისია შეიქმნება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში კუთვნილი ქონების დაბრუნების საკითხს განიხილავს. ამ კონტიგენტში რუსეთის ის მოქალაქეები იგულისხმევა, რომლებმაც აფხაზეთი 90-იან წლებში დატოვეს.
ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. შამბამ აღნიშნა, რომ კომისიის მუშა ჯგუფში ასევე შევლენ აფხაზეთისა და რუსეთის პროკურატურის თანამშრომლები.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
13:58 / 01-09-2010
აფხაზეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავ ქონებას უბრუნებს

























