მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
როგორც "ნოვოსტი არმენია" იუწყება, ამის შესახებ 5 მარტს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვარგამ ათანესიანმა განაცხადა.
მისი თქმით, "აფხაზეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე" მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის დასწრება სწორედ ორმხრივი აღიარების დადასტურებაა. ათანესიანმა აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღს აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაში ამჟამად ხელს არაფერი უშლის და ეს, სავარაუდოდ, საკანონმდებლო დონეზეც გაფორმდება.
მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი 12 თებერვალს სოხუმში სერგეი ბაღაფშის "ინაუგურაციას" დაესწრო.
"ინტერპრესნიუსი"
17:38 / 05-03-2010
არაღიარებულმა მთიანმა ყარაბაღმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა

























