რუსი ოკუპანტების მიერ სამი დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან "გამოაძევეს". როგორც სააგენტო "რეს"-ი იუწყება, ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებული ივანე მულაძე და 1980 წელს დაბადებული ნინო ალცნაური, რომლებიც 2 მარტს დააკავეს, "კანონით გათვალისწინებული" პროცედურების გავლის შემდეგ "საქართველოს ტერიტორიაზე" დააბრუნეს.
"იმის მიუხედავად, რომ მსგავს სიტუაციებში საქართველოს ხელისუფლება ყველას ციხეში სვამს, მათი გათავისუფლების საკითხს კი ცინიკური ვაჭრობის საგნად აქცევენ, სამხრეთ ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანურობა და სამართლიანობა", - განაცხადა ჩოჩიევმა.
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე 2 მარტს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის" დააკავეს. რუსი მესაზღვრეების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები "საქართველოს მხრიდან" ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლას ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთის მხრიდან ცდილობდნენ. მათ დაკავებულები ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს გადასცეს.
სოფელი ქალეთი ადმინისტრაციული დაყოფით ქარელის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
"ინტერპრესნიუსი"
13:39 / 05-03-2010
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან "გამოაძევეს"

























