სოხუმში, დრანდის ციხეში ქართველი პატიმარი თემურ გოგოხია გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, გოგოხია მეხუთე წელია, სასტიკი წამების პირობებში იმყოფება. წუხელაც დასაკითხად გაიყვანეს, თუმცა 45 წლის მამაკაცმა წამებას ვეღარ გაუძლო.
მათივე თქმით, თემურ გოგოხია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში 5 წლის წინ დააკავეს. მის შესახებ ინფორმირებული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.
გოგოხიას ოჯახის წევრები ზუგდიდში ცხოვრობენ და ცხედრის გადმოსვენებას ითხოვენ.
"ინტერპრესნიუსი"
17:59 / 27-02-2010
დრანდის ციხეში ქართველი პატიმარი გარდაიცვალა

























