ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ევროსაბჭოს თბილისის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ჰამარბერგი ვიზიტის ფარგლებში ცხინვალსაც ეწვევა.
“თომას ჰამარბერგი ცხინვალში ხვალ ან ზეგ ჩავა და შეხვედრებს გამართავს. შესაბამისად, თბილისში შეხვედრები დღეს გაიმართება. თუმცა, კონკრეტულად ვის შეხვდება კომისარი, ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია”, - განმარტეს ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი თემა კვლავ ქართული და ოსური მხარეების მიერ დაკავებულთა გათავისუფლება და რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაა.
ჰამარბერგმა საქართველოში წინა ვიზიტისას განაცხადა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო იურისტებსაც ჩართავს. თუმცა, როგორც ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში აღნიშნეს, ჰამარბერგი საქართველოში დღეს ექსპერტების ჯგუფის გარეშე ჩამოვიდა.
"ინტერპრესნიუსი"
13:31 / 26-02-2010
თომას ჰამარბერგი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვია

























