აფხაზეთის მთავრობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.
დე-ფაქტო ხელისუფლების უშიშროების სამინისტროს ახალი ”შეფი” ჰყავს, იური აშუბას ადგილი, რომელმაც სამსახური საკუთარი ინიციატივით დატოვა, ასლან ბჟანიამ დაიკავა.
თუ რა თანამდებობა ეკავა უშიშროების მინისტრობამდე ბჟანიას არ სახელდება, - იუწყება სააგენტო ”ინტერფაქსი".
აფხაზეთის ახალი ვიცე-პრემიერი კი დაურ ტარბა გახდა. ამ პოსტზე დანიშვნამდე მას ოჩამჩირის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ტარბა პარტია ”ერთიანი აფხაზეთის” ლიდერია.
ახალ ადმინისტრაციაში ძველი კადრებიდან სავარძელი მხოლოდ ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ შეინარჩუნეს.
როგორც ცნობილია, დეფაქტო ხელისუფლება თებერვლში იქნა დათხოვილი, პრეზიდენტად მეორე ვადით სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცის შემდეგ.
ახალი მთავრობის მეთაური ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გახდა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
10:49 / 25-02-2010
აფხაზეთს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს

























