18 მაისი 2012 პარასკევი - 07:27
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:47 / 23-02-2010
მარტიდან ენგურის "საზღვარი" მთლიანად რუსების ხელში გადავა?
პირველი მარტიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლი, სავარაუდოდ, მთლიანად რუსული საოკუპაციო ძალების ხელში გადავა. ამას გალის რაიონის მცხოვრებ ქართველებთან პირად საუბრებში აფხაზი ე.წ. მესაზღვრეებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მარტიდან ენგურზე მოძრაობა მკაცრ კონტროლზე იქნება აყვანილი.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ 20 - კილომეტრიანი ზოლი - მდინარე ენგურიდან ენგურის არხამდე, უკვე კარგა ხანია რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული. "საზღვარზე" მიმოსვლასაც ისინი აკონტროლებდნენ. თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თებერვლის დასაწყისში მათ აფხაზი "მესაზღვრეები" 3 დღით დააბრუნეს "საზღვარზე".

შეგახსენებთ, რომ ენგურის საზღვრის კონტროლი თავად სეპარატისტთა შორის სერიოზული დაპირისპირების საბაბი იყო. შარშან დე ფაქტო პარლამენტში დიდი კამათი გამოიწვია ბაღაფშის მიერ რუსებთან "საზღვრის ერთობლივი დაცვის" შესახებ გაფორმებულმა "შეთანხმებამ". ყველაზე მწვავე დაპირისპირების საგანი იყო შეთანხმების ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ რადგანაც აფხაზეთს არ ჰყავს სასაზღვრო ძალები, მათ ფორმირებამდე აფხაზეთის საზღვრის დაცვას რუსეთი იღებდა თავის თავზე.

ეს პრაქტიკულად "საზღვარზე" აფხაზი მებაჟეების რუსებით ჩანაცვლებას ნიშნავდა, რამაც ბაღაფშის ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, შეთანხმების "რატიფიცირება" დე ფაქტო პარლამენტმა საბოლოოდ მაინც მოახდინა.
პირველი მარტიდან "საზღვრისპირა" ზოლიდან აფხაზი "მებაჟეების გასვლას სოხუმში არ ადასტურებენ.

საინფორმაციო სააგენტო "პირველი" კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფხაზი სეპარატისტები გალის რაიონს ტოვებენ. როგორც გალიდან სააგენტოს აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას თავად სეპარატისტებმა განუცხადეს.
"აფხაზები წასასვლელად ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ პირველი მარტიდან გალის რაიონში არც ერთი მათგანი არ იქნება, მათ ადგილს კი რუსი ოკუპანტები დაიკავებენ", - აცხადებენ გალელები.

მათივე ცნობით, პირველი მარტიდან განსაკუთრებით გამკაცრდება კონტროლი ადმინისტრაციულ საზღვრებზე.
ადგილობრივი მოსახლეობა იმასაც შიშობს, რომ მათთვის გადაადგილება განსაკუთრებულად გართულდება.
"ადრე თუ აფხაზ სეპარატისტებს ვუხდიდით ფულს და როგორღაც ვახერხებდით გადასვლას, ახლა აცხადებენ, რომ პირველი მარტიდან კონტროლი გამკაცრდება და ვერც ერთი სამარშრუტო ტაქსი ვერ მოახერხებს საზღვარზე გადასვლას", - აღნიშნა ერთ-ერთმა გალელმა "პირველთან საუბრისას.

"მთელი კვირა" აღნიშნულის გარკვევას თავად გალელებისგანვე შეეცადა.

"ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე როგორც ვიცი, ჯერ კიდევ აფხაზები დგანან და მოძრაობაც ამ დროისთვის შეფერხებული არ არის. მერე რუსები ჩადგებიან თუ არა, ვერ გეტყვით", - უთხრა "მთელ კვირას" ერთ-ერთმა გალელმა ქალბატონმა.
საგულისხმოა, რომ იანვარში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, რუსლან ქიშმარიამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე ავტობუსების მიმოსვლის აღდგენის საკითხი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა "საქართველო-აფხაზეთის საზღვარი სათანადოდ დაიწყებს ფუნქციობას". ისიც აღნიშნა, რომ მანამდე გალელ მოსწავლეებს საკონტროლო გამშვები პუნქტებით უნდა ესარგებლათ.

"ოფიციალური" სოხუმი გალის რაიონიდან ქართველ მოსწავლეებს მხოლოდ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით რომ გაატარებდა, ამის შესახებ ქიშმარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდობით "კავკაზსკი უზელიც" იუწყებოდა. თავად გალელებმა ამასთან დაკავშირებით განგვიცხადეს, რომ აფხაზური მხარე მოსწავლეთათვის შემოიღებდა ე.წ. მოსწავლის ბილეთებს და მათი გადაადგილებაც აღნიშნული დოკუმენტით აღარ შეფერხდებოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციული საზღვრის მთლიანად რუსი ოკუპანტების ხელში გადასვლაზე საუბრობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც. უფრო მეტიც, როგორც ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, აფხაზეთის საოკუპაციო ზოლში დიდი ხანია მხოლოდ რუსეთის სამხედროები არიან ე.წ. მესაზღვრეებად. აფხაზი სეპარატისტები კი ერთგვარი რევერანსისთვის ბაღაფშის ინაუგურაციისას 3 დღით დააბრუნეს.

თორნიკე კილანავა: "აფხაზეთის ადმინისტაციულ საზღვარზე (უფრო სწორად, უპრიანია, ამას აფხაზეთის საოკუპაციო ზოლი ვუწოდოთ) დღეს მხოლოდ რუსი მესაზღვრეები არიან. აფხაზმა "მესაზღვრეებმა" დიდი ხანია ეს ტერიტორია დატოვეს. თუმცა, ბაღაფშის ინაუგურაციის დროს აფხაზები სასაზღვრო ზოლში ისევ გამოჩნდნენ. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ ინაუგურაციის შემდეგ აფხაზებმა ისევ დატოვევს საოკუპაციო (მათთვის კი სასაზღვრო ზოლი), მაშინ სწორი ინფორმაცია გაქვთ.

"არ ვიცი, რას მივაწერო მათი სამდღიანი გამოჩენა საზღვარზე. თუმცა, შესაძლებელია, ეს ყოფილიყო კრემლის რევერანსი აფხაზური მხარისთვის. ამ დროისათვის კი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი მთლიანად რუსი ოკუპანტების ხელშია".
კილანავა იმასაც დასძენს, დე ფაქტო საზღვრის რუსების ხელში გადასვლის პარალელურად, შესაძლოა, გალის რაიონი აფხაზურმა მილიციამაც დატოვოს, რომელიც ამჟამად გალის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებს.

"რაც შეეხება მილიციელებს, ისინი აფხაზეთის სიღრმეში პატრულირებენ და მხოლოდ და მხოლოდ აფხაზები არიან. თუმცა, არის ასეთი ინფორმაცია, რომ გალის რაიონში, არხიდან აქეთ, არანაირი ორგანიზაცია, ანუ აფხაზური ერთეული აღარ დარჩება. იქ მთლიანად სამხედრო ქალაქი იქნება.

"ამაზე საუბარი ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ადმინისტრაცია აფხაზურია და მილიციაც. ასე რომ, ეს ამ დროისთვის მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა. იმდენად, რამდენადაც აქ მიმდინარეობს რამდენიმე სამხედრო-სამოქალქო ობოექტის მშენებლობა, მთლიანად 20-კილომეტრიანი ზოლი ენგურიდან ვიდრე ენგურის არხამდე იქნება რუსული სამხედრო მანქანის ხელში", - აცხადებს კილანავა.

"მთელი კვირა" აღნიშნულის გასარკვევად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას დაუკავშირდა.

სერგეი შამბა: "არ მესმის, თქვენ რომელ დე ფაქტო საზღვარზე მელაპარაკებით, მაგრამ აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარსა და საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე დგანან აფხაზი მესაზღვრეები. და საერთოდ, მათი შეცვლა რუსი მესაზღვრეებით არც იგეგმება".

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება