ავღანეთის სამხრეთით ქალაქ მარჯას რაიონში, თალიბების წინააღმდეგ ნატო-ს შეიარაღებული ძალებისა და ავღანეთის ჯარის ერთობლივი ოპერაცია, შესაძლოა, კიდევ 12-18 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია ”NBC”-ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, დევიდ პეტრეუსმა განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც უკვე მეორე კვირაა რაც გრძელდება - მხოლოდ დასაწყისია ”ხანგრძლივი კამპანიისა” და ”ავღანელ ამბოხებულთა წინააღმდეგ მიმართული აშშ-ის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი ეტაპია”.
პეტრეუსმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ოპერაცია კოდური სახელწოდებით ”მასტარაკ” (”ერთად”) იმაზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი, ამიტომ მისი დასრულების თარიღის დასახელება საკმაოდ რთულია.
”როგორც ეს ერაყში იყო, ყოველთვის, როდესაც აშშ-ის შეიარარებული ძალები იმ რაიონებში აღწევენ, რომლებსაც მოწინააღმდეგეები თავიანთ თავშესაფრად მიიჩნევენ, ჩვენ ძლიერ წინააღმდეგობას ვაწყდებით და ხანგრძლივი ბრძოლები იწყება”, - განაცხადა მან.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.
12:12 / 22-02-2010
თალიბებთან ბრძოლა კიდევ 12-18 თვე გაგრძელდება

























