კომპანია "ნისანმა" Pikap Navarai-სა და არასაგზაო Pathfinder-ის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ორივე ავტომობილის ექსტერიერი მცირედითაა შეცვლილი. მანქანებს ახალი წინა და უკანა ბამპერები, ფარები, დიდი თხევადკრისტალური წინა პანელი აქვთ, რომელზეც უკანა ხედვის კამერებისა და სანავიგაციო სისტემის მონაცემები აისახება.
გარდა ამისა, მანქანებს ახალი საჭეც დაუმონტაჟდებათ ((Nissan Qashqai-სთან უნიფიცირებული), მთავარი ტექნიკური სიახლე კი მოტორების გამაში 3-ლიტრიანი ტურბოდიზელის გამოჩენაა, რომელიც 231 ცხ.ძ. სიმძლავრეს ავითარებს.
იგივე აგრეგატი მოგვიანებით, Infiniti-ს კროსოვერებსა და სედანებსაც დაუყენდებათ. განახლების შემდეგ, საბაზო 2,5-ლიტრიანი დიზელი 19 ცხ.ძ-ით გაძლიერდება. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელების დებიუტი ჟენევის ავტოსალონზე, მარტში შედგება, ხოლო ბაზარზე ისინი აპრილში გამოჩნდება. ამ ეტაპზე მანქანების ფასები უცნობია.
მოამზადა ალექსი რეხვიაშვილმა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:01 / 06-03-2010
”ნისანის” ახალი მოდელები

























