ჟენევის ავტოსალონზე კომპანია "შკოდა" Fabia-ს განახლებულ ოჯახსა და რესტაილირებულ კომპაქტვენ Roomster-ს წარადგენს. ყველა მოდელი მსუბუქ რესტაილინგს გადაიტანს: გამოჩნდება ახალი ბამპერები და რადიატორის ცხაურები, ბორბლების დისკების ახალი ხაზი, შეცვლილი წინა და უკანა შუქფარები; მოტორების გამაც შეიცვალა: ატმოსფერულმა 1,4-მა და 1,6-მა ადგილი დაუთმეს 1,2-ის ოჯახს.
1,2-იანი მოტორის ატმოსფერული ვერსია 86 ცხ.ძ. სიმძლავრეს ავითარებს (ზოგიერთ ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება ამ ძრავას 70 ცხ.ძ. ვერსიაც), ხოლო ტურბინირებული - 105 ცხ.ძ-ს. მანქანის ოპციური ტრანსმისია - DSG-ის 7-საფეხურიანი რობოტია. შეიცვალა დიზელის აგრეგატების თაობაც: 1,4 და 1,9-ლიტრიანმა მოტორებმა ადგილი დაუთმო 75 ცხ.ძ. სიმძლავრის მქონე 1,2-ლიტრიან დიზელს, აგრეთვე - 1,6-ლიტრიან ძრავას, რომელიც 90 და 105 ცხ.ძ. სიმძლავრის ვერსიებად იქნება ხელმისაწვდომი. ახალი Fabia-სა და Roomster-ის ევროპული პრეზენტაცია მარტში შედგება.
მოამზადა ალექსი რეხვიაშვილმა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:50 / 05-03-2010
"შკოდას” ახალი ოჯახი ჟენევის მოტორშოუზე

























