კომპანია "აუდიმ" მოდელ RS5-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სიახლეს 4,2-ლიტრიანი ატმოსფერული, 8-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც მას კუპესგან - R8 - ერგო. მოტორი 420-დან 450 ცხ.ძ-მდეა ფორსირებული და S-tronic-ის სიჩქარის გადაცემათა წინასელექციური 7-საფეხურიანი კოლოფით მუშაობს.
გერმანული ავტომწარმოებლის მონაცემებით, ასეთი მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს 4,6 წამში ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იქნება. კლიენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, Audi-ს ინჟინრები ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს 280 კმ/სთ-მდე გაზრდიან.
Audi RS5-ის კუპე აღჭურვილი იქნება Torsen-ის ხიდებშორისი დიფერენციალის მქონე, Quattro-ს სრულამძრავიანი ტრანსმისიით, რომელიც წინა და უკანა ხიდებს შორის მომენტს 40:60-ზე პროპორციით გაანაწილებს. ამასთან, სიტუაციისდა მიხედვით, წინა ხიდზე შესაძლებელი იქნება მომენტის 70%-ის გადაცემა, ხოლო უკანაზე - 85%-მდე.
განახლებულ ავტომობილს წინა ბამპერზე გაზრდილი ჰაერშემაკავებელი, რადიატორის განსხვავებული ცხაური, შეცვლილი წინა სპლიტერი და უკანა დიფუზორი ექნება. Audi RS5-ის პრემიერა მარტში, ჟენევის მოტორშოუზე შედგება. ევროპულ ბაზარზე მანქანის გაყიდვის დაწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზევე იგეგმება. სავარაუდოდ, საბაზო კომპლექტაციის მქონე სიახლის ფასი დაახლოებით, 77,7 ევრო იქნება.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
13:48 / 04-03-2010
RS5 "აუდისაგან"

























