კომპანია "სიტროენმა" სოციალური ქსელის - Facebook - საკუთარ გვერდზე სამკარიანი კონცეპტუალური კროსოვერის - DS High Rider-ის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც DS4-ის სახელით ცნობილი ავტომობილის წინამორბედია. პროტოტიპის პრემიერა მარტში, ჟენევის მოტორშოუზე შედგება.
სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, კომპაქტური კროსოვერი ჩიტროენ DS4 მომავალი თაობის ჰეჩბეკ C4-ის პლატფორმაზე აიგება, რომლის დებიუტიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ, პარიზის მოტორშოუზე შედგება.
DS-ის "პრემიალური" ხაზიდან პირველ მოდელად ჰეჩბეკ C3-ის აგრეგატზე აწყობილი ავტომობილი, DS3 იქცა. ამ მანქანის პრემიერა 2009 წლის სექტემბერში, ფრანკფურტის გამოფენაზე შედგა. ამ გამიდან კიდევ ერთ მოდელად სპორტული კროსოვერი - DS5-I გამოვა. იგი ჩიტროენ ჩ5-ის ბაზაზე აიგება და ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება. "სიტროენის" მესვეურები იმედოვნებენ, რომ DS5, BMW X6-ს გაუწევს კონკურენციას.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
08:36 / 27-02-2010
ახალი "სიტროენი" BMW X6-ს გაუწევს კონკურენციას

























