დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბედ მეორეს ”Bentley”-ის ლიმუზინი ლონდონის ცენტრში ”Aldgate” მეტროს სადგურის მონახულების დროს მწყობრიდან გამოვიდა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ადგილას 5 წლის წინ ტერაქტი განხორციელდა.
ავტომობილის გაფუჭების შემდეგ დედოფალი იძულებული გახდა პოლიციელებისთვის რეზიდენციამდე მიყვანა ეთხოვა. ამის შესახებ გამომცემლობა ”The Telegraph” იტყობინება.
”ეს ცოტა უხერხული სიტუაცია იყო. დედოფალი გაკვირვებული დარჩა, როდესაც მისი ავტომობილი აღარ დაიქოქა. ელიზაბედ მეორე ავტომობილიდან გადმოვიდა. რის შემდეგაც მისმა თანაშემწემ შეატყობინა, რომ მას რეზიდენციამდე მისვლა პოლიციელების ყველგანმავალით მოუხდებოდა. დედოფალმა გზა პოლიციელების Range Rover-ით განაგრძო”, - ”The Telegraph”-ს ამის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა.
როგორც ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზეზით გამოვიდა მწობრიდან დედოფლის ”Bentley”.
მომზადებულია auto.lenta.ru-ს მიხედვით.
17:00 / 26-02-2010
სამეფო ”Bentley”-ის ლიმუზინი ლონდონის ცენტრში გაფუჭდა

























