კომპანია Aston Martin ჟენევის მოტორშოუზე აღორძინებული მარკის - Lagonda - ახალი კონცეპტუალური ავტომობილის წარდგენას გეგმავს. აღორძინებული მარკის - Lagonda - პირველი კონცეპტ-ავტო - Mercedes-Benz Gl-ის ბაზაზე აწყობილი, V12 ძრავათი აღჭურვილი არასაგზაო გასულ წელს, ჟენევის ავტოსალონზე წარადგინეს.
გამოფენაზე ავტომობილი სულ ერთი დღის განმავლობაში იდგა, რის შემდეგაც, იგი Aston Martin-ის დაფიდან მოხსნეს - ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლებმა "მჭიდრო გრაფიკითა" და ავტომობილის სხვა ადგილზე დემონსტრირების აუცილებლობით ახსნეს.
მოტორშოუს შემდეგ, ბრიტანულ ავტომწარმოებელს გამოუცხადეს, რომ ამ პროტოტიპის სერიული ვერსია, მსოფლიოში არსებული არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციის გამო, აღარ შეიქმნებოდა. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ეს ყველაფერი ჟენევის გამოფენაზე კონცეპტ-ავტოს - Lagonda - მიმართ პუბლიკის ნეგატიურმა რეაქციამ, ამ ავტომობილით დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და "ასტონ მარტინის" ერთ-ერთი თანამფლობელის, დევიდ რიჩარდსის უკმაყოფილება გამოიწვია.
სავარაუდოდ, Lagonda Aston Martin-ზე მასობრივ ბრენდად იქცევა და გათვალისწინებული იქნება როგორც არსებული, ასევე განვითარებადი ბაზრებისათვის. "ასტონ მარტინის" მესვეურები იმედოვნებენ, რომ ამ მარკის მანქანები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
12:33 / 25-02-2010
Lagonda ჟენევის მოტორშოუზე

























