სიახლე ამ მოდელის ფანების დახმარებით შეიმუშავეს - მათ მანქანის დიზაინის საკუთარი ვარიანტები ამერიკული ავტომწარმოებლის მიერ ორგანიზებული სპეციალური კონკურსის მსვლელობისას წარმოადგინეს. ჰეჩბეკის სპეცვერსია მხოლოდ 50 ეგზემპლარად გამოვა და ყოველი მათგანი თეთრად იქნება შეღებილი.
გარდა ამისა, მათ ძარაზე შავი და მწვანე ზოლები, ასევე, რალის მსოფლიო ჩემპიონატის ლოგოტიპი ექნებათ. გარდა ამისა, მანქანებს OZ Superturismo GT-ის მიერ წარმოებული შავი, 19-დუიმიანი ბორბლების დისკები და WRC-ის რბოლებში "ფორდის" გუნდის პილოტების, მიკო ჰორვონენისა და იარმო ლეჰტინენის ავტოგრაფებიანი ტაბლო დაუმონტაჟეს.
სპეციალური Ford focus RS-ის ტექნიკური მაჩვენებლები საერთოდ არ შეცვლილა - ჰეჩბეკი კვლავაც, 2,5-ლიტრიანი, 305 ცხ.ძ. სიმძლავრის მქონე ტურბინირებული "ხუთიანით" აღიჭურვა. შვეიცარიაში ამ ავტომობილის ფასი 55,9 ათასი ფრანკიდან (37.950 ევრო) დაიწყება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























