კომპანია Infinit კროსოვერის - FX – FX Limited Edition- შეზღუდულ პარტიას გამოუშვებს. სავარაუდოდ, მანქანა 100 ეგზემპლარად გამოვა. ლიმიტირებული Infinit ხელმისაწვდომი იქნება FX37S და FX50S (შესაბამისად, 6 და 8-ცილინდრიანი მოტორებით) ვერსიებად.
ამ მანქანებს შავი ძარა და უნიკალური დიზაინის 21-დუიმიანი ბორბლების დისკები გამოარჩევს. ოპციის სახით გამოვა თეთრძარიანი ავტომობილებიც. გარდა ამისა, FX Limited Edition-ის ასივე ეგზემპლარს დამატებითი ხელსაწყოების მდიდარი კრებული ექნება, მათ შორის, მულტიმედიური კომპლექსი 10-გიგაბიტიანი მყარი დისკით, Bose-ს 11-დინამიკიანი აკუსტიკით, ალკანტარით გაწყობილი სავარძლებითა და სალონში კარბონის დეტალებით.
როგორც ცნობილია, სპეციალური სერიის 18 ავტომობილი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მოხვდება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:55 / 14-02-2010
ახალი Infiniti - 100 ეგზემპლარად

























